ინოვაციური Facebook რეკლამა უკვე საქართველოშია!
Facebook-მა ცოტა ხნის წინ მომხმარებელს ახალი ტიპის რეკლამების შესაძლებლობები შესთავაზა, მათი მიზანია კომპანიებმა უკეთ შეძლონ მომხმარებლებისთვის პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზება. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა Multiple product ads, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მომხმარებელს ბევრ სხვადასხვა სახის პროდუქტს თუ სერვისს სთავაზბს. რეკლამის ეს მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, საქართველოში კი იგი SocialSharks-მა გამოიყენა.
მარკეტერი კომპანიის მთავარ “ზვიგენს” – ნიკა ბოლქვაძეს ესაუბრა:
ჩვენი, როგორც რეკლამებში ფეისბუქის პარტნიორი კომპანიის მთავარი პრინციპია, დავეხმაროთ კლიენტებს სოციალურ ქსელებში აქტივობების მაქსიმალურ მონეტიზაციაში. ამ მიზნის მისაღწევად ბევრ სხვადასხვა გადაწვეტილებას ვთავაზობთ კომპანიებს. ჩვენ გამოვიყენეთ Facebook-ის ახალი ფუნქცია და Multiple product ads-ი დახმარებით მომხმარებელს ზუმერისთვის რეკლამა შევთავაზეთ.
