ახალი ქართული პროექტი ” Start Up -მარანი” !
Startup მარანი არის უნიკალური პროექტი, რომელიც ერთის მხრივ საშუალებას აძლევს ინოვაციური ბიზნეს იდეის მქონე ავტორებს და დამწყებ მეწარმეებს მოიძიონ და პირადად შეხვდნენ ინვესტორებს. მეორეს მხრივ, კი ინვესტორებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნონ ინოვაციურ იდეებს და პოტენციურ პარტნიორებს. Startup მარანის დახურულ ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული ინვესტორები სხვადასხვა სფეროდან.

მისაღებია ნებისმიერი იდეა, თუმცა ინვესტორებთან ურთიერთობამ და წინა ღონისძიებების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი დარგი უფრო პრიორიტეტული და პერსპექტიულია !
მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ინდივიდუალურ პირს, ასევე პროექტისთვის შექმნილ გუნდს. მონაწილეები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს: პირველ ეტაპზე, შემოსული აპლიკაციები გადაიხედება და შერჩეული აპლიკანტები მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. საბოლოო ეტაპზე გადასულ 10 მონაწილეს ექნება მენტორებთან მუშაობის შესაძლებლობა, რაც მათ დაეხმარება იდეის დახვეწაში და საბოლოო საპრეზენტაციო ფაილის მომზადებაში. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, ფინალისტები მონაწილეობას მიიღებენ საბოლოო ღონისძიებაში. პრეზენტაციების წარდგენის შემდგომ, ინვესტორების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხარეები დაიწყებენ მოლაპარაკებებს და განიხილავენ სამომავლო პარტნიორობის გეგმებს.
facebook.com/sturtup მარანი